უძრავი ქონების შეფასება
ჩვენი შეფასების სპეციალისტები განსაზღვრავენ თქვენი საკუთრების საბაზრო ღირებულებას. ჩვენ გთავაზობთ დეტალურ კვლევაზე დაფუძნებულ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების შეფასებას.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ ხარისხის შეფასების მკაცრი კრიტერიუმებით. შემფასებელთა უმეტესობა შეფასების ინსტიტუტის დამსახურებული წევრია და აკმაყოფილებს პროფესიულ კრიტერიუმებს, მათ შორის: პროფესიული შეფასების პრაქტიკის უნიფიცირებულ სტანდარტებს (USPAP) და საერთაშორისო შეფასების სტანდარტებს (IVS).
C&W შეფასების გუნდს აქვს წვდომა უახლეს, ამომწურავ საბაზრო მონაცემებზე. ამასთან, მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გლობალური მასშტაბით.