კვლევა
ჩვენი მკვლევართა გუნდი გთავაზობთ უძრავი ქონების ბაზრის უკანასკნელი ტენდენციების ანალიზსა და სიღრმისეულ კვლევაზე დაფუძნებულ პროგნოზს. კომპანია სისტემატურად აქვეყნებს სასტუმრო, საოფისე, კომერციული თუ საცხოვრებელი სექტორების მიმოხილვას, ამ ინდუსტრიების პერსპექტივებსა და მოლოდინებს.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ Cushman & Wakefield–ის კვლევითი დეპარტამენტის საერთაშორისო გუნდთან და ვმონაწილეობთ არაერთი გლობალური კვლევისა თუ პუბლიკაციის შექმნაში.
