საინვესტიციო მომსახურება
Cushman & Wakefield-ის საინვესტიციო მომსახურების ექსპერტები თქვენი სანდო მრჩეველები არიან, რომლებიც დაგეხმარებიან, გაზარდოთ თქვენი საინვესტიციო მოგება. ჩვენი ამოცანაა თქვენი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება.
C&W კვალიფიციური გუნდი ორიენტირებულია თქვენი საინვესტიციო საქმიანობისთვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. საქმის ეფექტური წარმოებისთვის ვიყენებთ გლობალურ რესურსს, ვთანამშრომლობთ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან და გთავაზობთ კომპლექსურ მიდგომებსა და სამოქმედო გეგმას.
ჩვენ გთავაზობთ:
- თქვენი საქმიანობის სრულყოფილ შესწავლას და ურთიერთთანამშრომლობას
- გეოგრაფიული, დარგობრივი თუ სხვა ტიპობრივი მახასიათებლების სრული გათვალისწინებით პროექტის დაგეგმვას
- უძრავი ქონების მიმართულებით გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას
- საინვესტიციო საქმიანობისთვის ყველა საჭირო ინფორმაციით, უახლესი კვლევებითა და ანგარიშებით უზრუნველყოფას