პუბლიკაციები

იყავით მოვლენების ეპიცენტრში Cushman & Wakefield საქართველოსთან ერთად

What's Next in 2021

დასრულდა  რთული, არასტაბილური და კრიზისული  2020 წელი.  ამ წელს, მსოფლიოს მოსახლეობა სრულიად ახალი რეალობის წინაშე დადგა - იზოლაციის აუცილებლობა, სხვადასხვა სახის შეზღუდვები და რეგულაციები. 2020 წელს, ყოვლისმომცველმა კრიზისმა გამოსცადა ყველა ჩვენგანის გამძლეობა, ფსიქიკური  და ადამიანური რესურსები, ანგარიშვალდებულებისა და თანადგომის უნარი.  ამ წელმა წარუშლელი კვალი დატოვა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში.

2020 წელი ყველა ჩვენგანისთვის პანდემიასთან და მის თანმდევ კრიზისთან ასოცირდება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრიზისი 2020 წელთან ერთად არ დამთავრებულა. ვირუსის ახალი შტამის გაჩენისა და ვაქცინის დისტრიბუციასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, რთულია, დაველოდოთ კრიზისის სრულად დაძლევას მოკლევადიან პერიოდში. გასული წელი გარდამტეხი იყო ცხოვრების თითოეული ასპექტისთვის. ამ წელმა ბევრი რამ გვასწავლა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გამოცდილება და ცოდნა 2021 წელს გავითვალისწინოთ. 

2020 წლის გავლენა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე და 2021 წლის პროგნოზი - გაეცანით ჩვენს ტრადიციულ პუბლიკაციას What’s Next.

What's Next in 2021

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2024 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.