პუბლიკაციები

იყავით მოვლენების ეპიცენტრში Cushman & Wakefield საქართველოსთან ერთად

თბილისის საოფისე ბაზრის მიმოხილვა Q1|Q2 2022-2023

 

თბილისის საოფისე ბაზარზე ბოლო წლებში გამოჩნდა თანამედროვე ბიზნეს ცენტრები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით და აკმაყოფილებენ სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნილებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი აგრძელებს ბიზნესისა და ტურიზმის რეგიონალურ ცენტრად პოზიციონირებას, თბილისის საოფისე ბაზარი კვლავ საინტერესოა ადგილობრივი და საერთაშორისო მოიჯარეებისთვის. 2022 წლის პირველ და მეორე კვარტალში A და B კლასის ოფისების მთლიანი გასაქირავებელი ფართი (GLA) შეადგენდა 301 782 კვ.მ-ს, რაც არ შეცვლილა 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალშიც.

რაც შეეხება დაგეგმილი ბიზნეს ცენტრების პროექტებს, „ილიარდი“ იქნება 17-სართულიანი, A კლასის ბიზნეს ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე #39-ში. კიდევ ერთი თვალსაჩინო პროექტია 10,000 კვ.მ ფართის „მზიურის“ A კლასის ბიზნეს ცენტრი ჭაბუა ამირეჯიბის #2-ში. ასევე აღსანიშნავია რამიშვილის ქუჩაზე A კლასის ბიზნეს ცენტრი, 5,000 კვ.მ GLA-ით.

თბილისის საოფისე ბაზრის მიმოხილვა Q1|Q2 2022-2023

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2024 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.