თბილისის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვა, 1-3 კვარტალი, 2023
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ტრანსფორმაცია განიცადა და კონკურენტუნარიან ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდა, ქვეყანა იზიდავს მოგზაურებს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორისაა დსთ-ს ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი, ევროპა და აზია, შედეგად საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ შესამჩნევი ზრდა განიცადა და 2019 წელს 7,7 მილიონს მიაღწია. მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, ტურიზმის ინდუსტრია ნელ-ნელა უბრუნდება აღნიშნულ მაჩვენებლებს. 2021 წელს ქვეყანამ უმასპინძლა 1,721 მილიონ ვიზიტორს, რაც 14%-ით მეტია 2020 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო 2022 წელს კიდევ უფრო თვალსაჩინო 173%-იანი ზრდა დაფიქსირდა (4,703 მილიონი ვიზიტორი). 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურა 4,828 მილიონზე მეტმა ვიზიტორმა, რაც მიუთითებს 45%-იან ზრდაზე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველო მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა, განსაკუთრებით მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. გარდა ამისა, 2023 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანამ მიიღო ვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაკადი, 2,611,238 სტუმარი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. გარდა ამისა, საქართველოსადმი მზარდი ინტერესია ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდანაც.