მდგრადი მომავლისკენ | LEED სერთიფიკატი - ფინანსური მოტივაცია და სარგებელი
გთავაზობთ პუბლიკაციების სერიას, სადაც მიმოვიხილავთ მწვანე ორიენტაციისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას სამშენებლო პროცესებში. ამასთან მოგაწვდით ინფორმაციას ეკომეგობრული შენობების ფინანსური სარგებელის შესახებ, ბოლოს კი გავაანალიზებთ მწვანე არქიტექტურის განვითარების დონეს საქართველოში, რაც დაგვეხმარება განვსაზღვროთ ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორის თავსებადობა მდგრადი განვითარების გლობალურ ტენდენციებთან.
ჩვენს წინა პუბლიკაციაში განვიხილეთ უძრავი ქონების სექტორის მდგრადი განვითარებისა და მწვანე შენობების მნიშვნელობა. გარდა ამისა წარმოგიდგინეთ LEED სერტიფიცირების სისტემა და მისი შეფასების კრიტერიუმები, მოგაწოდეთ დეტალური ინფორმაცია მდგრადი სამშენებლო მასალების შესახებ და ამასთან, დავახასიათეთ LEED სერთიფიკატის მქონი ორი წარმატებული შენობა.
მოცემული პუბლიკაცია მიზნად ისახავს LEED სარეიტინგო სისტემის პოტენციური სარგებელის განსაზღვრას ინვესტორებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე არქიტექტურა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, LEED სერთიფიკატის მოპოვების შემთხვევაში ხარჯების კომპენსაცია და ფინანსური სარგებელი გარანტირებულია. ჩვენი პუბლიკაციიდან გაიგებთ, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობს ეკომეგობრული შენობა იპოთეკური სესხის, დაფინანსების მოპოვების, გადახდის პირობებისა და სხვა სტრუქტურული უპირატესობების კუთხით.
თარგმანი ინგლისურიდან: ნატალია ფაცურია , C&W Georgia