პუბლიკაციები

იყავით მოვლენების ეპიცენტრში Cushman & Wakefield საქართველოსთან ერთად

COVID-19: გავლენა სასტუმრო სექტორზე

COVID-19 დრამატული სისწრაფით ვრცელდება მთელს მსოფლიოში. ვირუსის გავრცელების შესაკავებელი გლობალური მოქმედების სტრატეგია არსებითი მნიშვნელობისაა, თუმცა მომსახურების სექტორის სრულ კოლაფსს იწვევს. მსოფლიო მასშტაბით სოციალური დისტანციის აუცილებლობამ, ჩაკეტილმა საზღვრებმა და საგანგებო მდგომარეობამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის, სასტუმროების, კვების და სავაჭრო სექტორებს. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს უჭირთ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება. მათი ვარაუდით, COVID-19-ის გავრცელების შეჩერება შესაძლოა 2020 წლის მეორე ნახევარშიც ვერ მოხერხდეს. Oxford Economicsის უახლესი პუბლიკაციის ავტორები ვარაუდობენ, რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 1.3%-ით შემცირდება, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ ზაფხულის თვეებში გარკვეულ გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ როგორ ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის სფეროში. მთავარ გამოწვევად რჩება იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას იქონიებს დომინოს პრინციპით ჩაკეტილი ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩინეთი ეტაპობრივად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ეკონომიკურ საქმიანობას ანახლებს, თუმცა ქვეყნები, რომლების გლობალური მშპ-ს 48%-ს აწარმოებენ ჯერ კიდევ საგანგებო რეჟიმში რჩებიან. საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს აცდა; დაფიქსირდა შიდა გადაცემის შემთხვევები. საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, მედიკოსები იუწყებიან, რომ მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს მომსახურების სექტორი შეადგენს. შესაბამისად, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ COVID-19 არსებით კვალს დატოვებს ქვეყნის მშპ-ზე. Oxford Economics თანახმად, მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი 2020 წელს 4.25% იქნება; 2019 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 5.1% იყო. აღნიშნული ვარაუდი თითქმის ყოველკვირა იცვლება ახალი გარემოებებისადა განახლებული მონაცემების მიხედვით.

იყავით მოვლენების ეპიცენტრში Cushman & Wakefield Georgia-სთან ერთად.

COVID-19: გავლენა სასტუმრო სექტორზე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2024 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.