ბათუმის ტურიზმის სექტორის მიმოხილვა Q1|Q2 2023
საქართველოს საზაფხულო ტურიზმის დედაქალაქად აღიარებულ ბათუმს გამორჩეული პოზიცია უკავია ქვეყნის პოპულარულ მიმართულებებს შორის, რომელიც აერთიანებს ძველი ბათუმის „სამხრეთულ ხიბლს“, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურას.
2019 წელს ბათუმმა 3,57 მილიონ ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა. 2022 წლისთვის ბათუმში დაფიქსირდა 2,015,887 საერთაშორისო ვიზიტორი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთიდან იყო. გარდა ამისა, ბათუმს სტუმრობდნენ ევროპიდან, აშშ და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც ბათუმის ვიზიტორთა პროფილის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს.
2023 წლის პირველ კვარტალში ბათუმმა უმასპინძლა 330,110 საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობამ 301,064 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობამ 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საგრძნობი ზრდა განიცადა.