უძრავი ქონება

Cushman & Wakefield Georgia | ენდეთ ჩვენს გამოცდილებას
ქირავდება ოფისი

მზიური ბიზნეს ცენტრი

  • ქონების ტიპი: ახალი აშენებული
  • მდგომარეობა: შავი კარკასი
  • ფასი: ფასი შეთანხმებით

ქონების აღწერა

ქირავდება საოფისე ფართები ახალი მრავალფუნქციური A კლასის ბიზნეს ცენტრში. 

ცენტრი მოიცავს საოფისე სივრცეებს, კვების ობიექტებს, ფიტნეს კლუბსა და გამწვანებულ ტერიტორიას.მზიური ბიზნეს ცენტრი მორგებულია საქმიანი ადამიანების სრულ კომფორტზე. 7 სართულიან ბიზნეს ცენტრში 10 000 კვ.მ. სივრცე გათვალისწინებულია საოფისე დანიშნულებისთვის. ბიზნეს ცენტრში გათვალისწინებულია 300 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცე.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სიმწვანე „მზიური ბიზნეს ცენტრის“ პრიორიტეტია. გარე პერიმეტრის გამწვანებასა და ლანდშაფტის დიზაინზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ცენტრის პირველ სართულზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის კაფეები და რესტორნები.  

ბიზნეს ცენტრი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, რომლის ავტორიც დავით გოგიჩაიშვილი და მისი კომპანიის „ჰაუსარტის“ გუნდია. ბიზნეს ცენტრის ინტერიერის დიზაინზე ნინო არზიანმა იმუშავა. შენობის ლობის თანამედროვე დიზაინი და კონცეფცია სრულად მორგებულია საქმიან ადამიანებზე და მათ კომფორტზე. 

პროექტის სამშენებლო ნაწილს კომპანია „დომუსი“ უზრუნველყოფს. შენობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები; მზიურის ბიზნეს ცენტრი სრულად მორგებულია შშმ პირებზე.

„მზიური ბიზნეს ცენტრის“ დეველოპერი კომპანია შპს „გამაა“. პროექტის საერთო ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ბიზნეს ცენტრის გახსნა დაგეგმილია 2023 წლის ზაფხულში. 

მარიამ კევლიშვილი

მარიამ კევლიშვილი

სააგენტო დეპარტამენტი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2024 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.