Cushman & Wakefield მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ბრენდია, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით კომპლექსურ მომსახურებას გთავაზობთ. თუ თქვენ გსურთ ინვესტიცია განახორციელოთ უძრავი ქონების მიმართულებით, ან ფლობთ საინვესტიციო პროექტს და ფინანსური დახმარების მოძიება გჭირდებათ, ჩვენ თქვენ დაგეხმარებით ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციაში. თუ თქვენი იდეების განსახორციელებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავება, თქვენი პროექტის მიზანშეწონილობის დადგენა ან ინოვაციური პროექტის განხორციელება გსურთ, ჩვენი საკონსულტაციო დეპარტამენტი მაღალკვალიფიციურ  მომსახურებას გაგიწევთ. თუ თქვენ ეძებთ უძრავ ქონებას, ან თქვენი საკუთრების საბაზრო ღირებულების დადგენა გსურთ, ჩვენ ვუზრულველყოფთ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ჩვენი ამოცანაა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაგიმარტივოთ და იდეები რეალობად ვაქციოთ.

about-image

01 ადგილობრივი გამოცდილება

ჩვენ ვქმნით საფუძველს სწორი და ეფექტური მოქმედებისთვის

ჩვენი ისტორია საქართველოს უძრავი ქონების სფეროში 2012 წლიდან იწყება. Cushman & Wakefield უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კომპანია იყო, რომელმაც ოპერირება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. გლობალური გამოცდილება დაგვეხმარა ადგილობრივი ბაზრის თავისებურებების სირღმისეულ შესწავლაში და შემდეგ შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ჩვენი გუნდი მსოფლიო უძრავი ქონების სფეროში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ხელმძღვანელობს და კლიენტებს უძრავი ქონების მიმართულებით მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: უძრავი ქონების მართვა, საინვესტიციო მომსახურება, საბროკერო სერვისი, საკონსულტაციო მომსახურება და უძრავი ქონების შეფასება.

Cushman & Wakefield Georgia ორიენტირებულია კლიენტის წარმატებაზე. ჩვენ ვქმნით საფუძველს სწორი და ეფექტური მოქმედებისთვის. ჩვენი ამოცანაა, თქვენი უზრუნველყოფა სტრატეგიული და ინოვაციური მიდგომებით. ჩვენ გეხმარებით თქვენი იდეების განხორციელებაში.

ადგილობრივი გამოცდილება

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის განვითარება და აქტიურად ვთანამშრომლობთ  ამ სფეროს მსხვილ მოთამაშეებთან. კლიენტი, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, ღებულობს პროფესიონალურ რჩევასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენთვის უპირატესია თითოეული მათგანის  წარმატება."

- ნინა ყიფიანი

about-image4.jpg
about-image6.jpg
about-image7.jpg
about-image8.jpg
about-image5.jpg
about-image3.jpg

02 გლობალური გამოცდილება

Cushman & Wakefield საუკუნის წინ, 1917 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. დროთა განმავლობაში მისი გავლენა გაიზარდა და გასცდა ამერიკას. დღეს კომპანია მსოფლიოს 60 ქვეყანაში დაახლოებით 400 ოფისითაა წარმოდგენილი. C&W გლობალური ქსელი დაახლოებით 53,000 თანამშრომელს აერთიანებს. 

კლიენტების წარმატებაზე ორიენტირებული კომპანია გლობალური უძრავი ქონების სფეროში სერიოზული ავტორიტეტითა და მაღალი სანდოობით სარგებლობს. C&W კლიენტურას წარმოადგენენ საერთაშორისო ბაზარზე მოთამაშე ცნობილი ბრენდები და უმსხვილესი კორპორაციები. ორგანიზაცია უძრავი ქონების მფლობელებს, ინვესტორებს და მოიჯარეებს სტრატეგიული მნიშვნელობის მომსახურებას უწევს. 

ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში Cushman & Wakefield სულ ორი ოფისითაა წარმოდგენილი - ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლობები.

about_03.jpg

03 ჩვენი კლიენტები

როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი კლიენტების სია საკმაოდ მრავალფეროვანი და ვრცელია. მსოფლიოს წამყვანი და წარმატებული ორგანიზაციები თავიანთ ბიზნესს გვანდობენ, ჩვენ კი ვცდილობთ მათ მოთხოვნებს მოვერგოთ და წარმატების გარანტად ვიქცეთ.

ჩვენი კლიენტები

ჩვენი პარტნიორი კომპანიები:

"ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც არასტანდარტული და ინოვაციური მიდგომები აქვს, ხარისხზე და კლიენტის წარმატებაზეა ორიენტირებული. Cushman & Wakefield Georgia-მა შეიმუშავა ხარისხიანი, ძლიერი სამოქმედო გეგმა პროექტში ჩართული ყველა ადამიანის ინტერესისა და საკმაოდ შეზღუდული ვადების გათვალისწინებით. საქართველოს რეგიონული ტურიზმის სექტორისთვის კომპანიის მიერ წარმოდგენილი სტრატეგია და მიზანშეწონილობის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენთვის, სამომავლო წარმატების გარანტი. Cushman & Wakefield Georgia მყარი და საიმედო პარტნიორია."

ქეთევან მიქაშავიძე

"კაპიტოლ მენეჯმენტი"
"Cushman & Wakefield საქართველოს წარმომადგენლობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ერთ-ერთი პროექტის განვითარებაში. კომპანიის გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, ორგანიზებულობითა და სიზუსტით. მათ მიერ გაწეული მომსახურება ჩვენი კომპანიის წარმატებაზე აისახა. Cushman & Wakefield Georgia-სთან სამომავლოდაც ვგეგმავ თანამშრომლობას. უძრავი ქონების მიმართულებით, ნებისმიერ საკითხზე, მიმართეთ Cushman-ის საქართველოს წარმომადგენლობას და მიიღეთ პროფესიონალური მომსახურება."

გიორგი მარი

"სილქ როუდ ჯგუფი" | CEO
"Cushman & Wakefield Georgia ჩვენი კომპანიის თბილისის ოფისს მდებარეობის შეცვლაში დაეხმარა. C&W აგენტები გამოირჩევიან სწრაფი რეაგირების უნარითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, მათ აქვთ დეტალებსა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა. კომპანიამ წარმატებით განახორციელა ჩვენი ოფისის რელოკაციის პროცესი, როგორც მოლაპარაკებების, ისე მართვის კუთხით."

მაკა ასათიანი

Roche | საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
"Cushman & Wakefield Georgia კომპანია "აქსისთან" სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი "აქსის თაუერის" პროექტისთვის სიღრმისეულ კვლევასა და ცოდნაზე დაფუძნებული ფინანსური გეგმის შემუშავება იყო, რამაც განამტკიცა ჩვენი ინვესტორების რწმენა და სამომავლო ხედვები. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა უძრავი ქონების დარგში Cushman-თან თანამშრომლობისთვის."

გიორგი კაპანაძე

"აქსისი" | აღმასრულებელი დირექტორი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2020 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.