სავაჭრო ცენტრი ზუგდიდში
ჩვენი კიდევ ერთი მიმდინარე პროექტი - სავაჭრო ცენტრი ზუგდიდში. Cushman & Wakefield Georgia პროექტის გაქირავებისა და მარკეტინგის კამპანიას ექკლუზიურად მართავს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან.
სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი იქნება, რომელიც ჰიპერმატკეტს, საკვებ ობიექტებს და სხვადასხვა დანიშნულების ბრენდულ მაღაზიებს გააერთიანებს. ჩვენი კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს სავაჭრო სექტორში მოთამაშე სხვადასხვა ბრენდთან.
სავაჭრო ცენტრის განვითარებას კომპანია “ბლოქსი” უზრუნველყოფს. პროექტის კონცეფციაზე Cushman & Wakefield-მა და კომპანია "ბლოქსმა" ერთობლივად იმუშავეს. სამშენებლო პროცესი მიმდინარე თვეში დაიწყება და 2021 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.