პროექტები

ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ და ვქმნით საფუძველს სწორი და ეფექტური მოქმედებისთვის. იყავით მოვლენების ეპიცენტრში.

Rotana Hotel and Spa - 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი გონიოში

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქსელი - Rotana მასშტაბური პროექტით შემოდის საქართველოს ბაზარზე. 600 ნომრიანი Rotana Resort and Spa-ს განვითარება გონიოშია დაგეგმილი,  პროექტს კომპანია Pontus Development Georgia ახორციელებს. 

Cushman and Wakefield Georgia-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროექტის განვითარებაში, კერძოდ, ჩვენმა გუნდმა განახორციელა მიზანშეწონილობის კვლევა -  ტექნიკურ-ეკონომიკური ფაქტორებისა და ბაზრის დინამიკის გათვალისწინებით, პროექტის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა და სტრატეგიული პოტენციალი. 

პროექტის არქიტექტურა აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებს. სასტუმროს მოიცავს 600 ოთახს ხედებით ზღვასა და მთაზე. პროექტში გათვალისწინებულია მსოფლიო დონის კაზინოს განვითარება, პირადი სანაპიროს მოწყობა, დახურული და გარე აუზების, გამაჯანსაღებელი, ფიტნეს ცენტრების, საბავშვო სივრცეების აღჭურვა. პროექტის გახსნა დაგეგმილია 2026 წელს. 

რეგიონულ ჭრილში, Rotana Hotel and Spa-ს განვითარება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში. ჩვენ ვულოცავთ Pontus Development Georgia-სა და Rotana-ს მთელ გუნდს მნიშვნელოვან წამოწყებას. დარწმუნებულები ვართ, რომ  Rotana Hotel and Spa შექმნის მომსახურების ახალ სტანდარტებს საქართველოში და სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს. 

Cushman & Wakefield-სა და Pontus Rotana Resort & Spa-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც გულისხმობს კუშმანის მხრიდან პროექტის მხარდაჭერას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 

ტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში პროექტი საერთაშორისო ექსპოებზე, გამოფენებსა და საინვესტიციო შეხვედრებზე Cushman & Wakefield-თან ერთად წარდგება.

პროექტები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2024 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.