პროექტები

ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ და ვქმნით საფუძველს სწორი და ეფექტური მოქმედებისთვის. იყავით მოვლენების ეპიცენტრში.

გურჯაანის სივრიცთი განვითარების სოკუმენტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტისათვის სივრცითი განვითარების დოკუმენტი შეიქმნა, რომელზეც Cushman and Wakefield | Veritas არქიტექტურულ კომპანია "სტუდია 21"-თან ერთად მუშაობდა. კვლევის პროცესში ჩვენმა გუნდმა განახორციელა მუნიციპალიტეტისა და ქ. გურჯაანის სოციო-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და წარმოადგინა პოტენციური განვითარების სცენარები, მათ შორის კლასტერული და სხვადასხვა თემატური არეალებისათვის. ამასთანავე, სივრცითი და ეკონომიკური განვითარების სინერგიით ქ. გურჯაანის ცენტრისათვის განისაზღვრა ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა, მათ შორის: 

  • ახტალას განვითარება რეკომენდირებულია როგორც სპა და გამაჯანსაღებელი კურორტის მიმართულებით;
  • ინტეგრირებული სივრცეები სავაჭრო ცენტრების, კვების ობიექტების, ღვინის ბირჟისა და განთავსების სექტორის განვითარებისათვის; 
  • რეკომენდირებულია ქალაქი გახდეს ფესტივალების მასპინძელი, რომელთა ინტეგრირება მოხდება ღია სივრცეებში. 
  • გათვალისწინებულია აღნიშნული მიზიდულობის ცენტრების ერთიანი საფეხმავლო ბილიკით დაკავშირება, როგორც ქალაქის ძირითადი ტურისტული ატრაქცია.
  • დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია ისეთი ტურისტული კლასტერები და მარშრუტები, როგორიცაა ლაკბეს ტბის მიმდებარე ტერიტორია და სოფელი ჭერემი ტურიზმი არეალი.

ასევე, სივრცითი განვითარების დოკუმენტის ჭრილში მუნიციპალიტეტისათვის შემუშავდა სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და სამოქმედო გეგმა, რომელიც სივრცითი განვითარების დოკუმენტთან არის ინტეგრირებული. 

 

 

პროექტები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2024 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.