პროექტები

ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ და ვქმნით საფუძველს სწორი და ეფექტური მოქმედებისთვის. იყავით მოვლენების ეპიცენტრში.

კურორტი კოხტა-მიტარბი

Cushman & Wakefield Georgia “კურორტი კოხტა-მიტარბის” პროექტის სამშენებლო მონიტორინგს უზრუნველყოფს.

სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის - “კურორტი კოხტა-მიტარბის”  პირველი და მეორე ბლოკის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. პროექტის სამშენებლო პროცესი ახალ ფაზაზე გადავიდა. ჩვენი გუნდი აგრძელებს მესამე ბლოკის სამშენებლო პროცესის ზედამხედველობას. ჩვენი ამოცანაა, პროექტის დადგენილ ვადებში დასრულების და ბიუჯეტის მიზნობრივი განაწილების უზრუნველყოფა.

„კურორტი კოხტა მიტარბი“ ბაკურიანში, „კოხტა-გორას“ საბაგიროსთან მდებარეობს. სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი 600 ოჯახის განთავსებაზეა გათვლილი. იგეგმება ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება და ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის გასართობი თუ დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.

პროექტები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2024 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.