პუბლიკაციები

იყავით მოვლენების ეპიცენტრში Cushman & Wakefield საქართველოსთან ერთად

თბილისის რეზიდენტული ბაზარი

COVID-19-ით გამოწვეულმა არასტაბილურმა ვითარებამ, ქვეყნის შიგნით გადაადგილების აკრძალვამ და საყოველთაო პესიმისტურმა განწყობამ რეზიდენტული ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. აღნიშნულ ბაზარზე მიმდინარე ვითარების და სამომავლო პერსპექტივის შესასწავლად, ჩავატარეთ კვლევა. გამოვკითხეთ თბილისის რეზიდენტულ ბაზარზე მოთამაშე წამყვანი დეველოპერი კომპანიები, რომლებიც ერთობლივად ბაზრის 50%-ზე მეტ წილს ფლობენ. მოცემულ პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ ჩვენი კვლევის ძირითად მიგნებებს და ასევე 2020 წლის პირველ კვარტლში განხორციელებული ტრანზაქციების დინამიკას.

კვლევა ორ ფაზას მოიცავს: პირველი ეტაპი მარტის ბოლო კვირას ჩატარდა, როცა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საზღვრები ჩაიკეტა. მეორე ეტაპი კი - აპრილის ბოლო კვირას, როცა ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალა, ქალაქი ჩაიკეტა და სიტუაციის შესაბამისად, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დრამატულად შემცირდა. პირველ ეტაპზე, კითხვარს რესპონდენტთა 58% გამოეხმაურა, მეორე ეტაპზე კი-60%.

მონაწილეების სია მიზნობრივი შერჩევის მეთოდით შედგინდა, გამოკითულთა ვინაობა, მათი სურვილის გათვალისწინებით, ანონიმურია. კვლევის პარალელურად, ჩვენ შევისწავლეთ 2020 წლის იანავარი-მარტის თვეებში განხორციელებული ტრანზაქციები და შევადარეთ გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. 

თბილისის რეზიდენტული ბაზარი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2024 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.