უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა_2023
C&W წარმოგიდგენთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის 2023 წლის მიმოხილვას.
თბილისში და ბათუმში შემცირდა ტრანზაქციების რაოდენობა, თუმცა ფასი კვ.მ-ზე კვლავ მზარდია, შესაბამისად იზრდება ბაზრის ღირებულებაც. ასევე, მზარდია ქუთაისსა და რუსთავში საცოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი. ტრანზაქციების რაოდენობა შემცირდა ბაკურიანსა და გუდაურში. ბაკურიანში სულ 493 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო გუდაურში სულ 42; თუმცა ორივე მთის კურორტზე მზარდია კვ.მ-ზე საშუალო შეწონილი ფასი.
ტურიზმის სექტორი პანდემიის შემდგომ ზრდას განაგრძობს და უახლოვდება 2019 წლის მონაცემებს. 2023 წელს საქართველოში სულ 6 171 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წელთან შედარებით 31%-იან ზრდას წარმოადგენს.
თბილისის სავაჭრო ცენტრების საშუალო ვაკანტურობა 15%-ს არ სცდება, ხოლო იჯარის საშუალო ღირებულება არის $40. ქუჩის სავაჭრო არეალებს რაც შეეხება, ყველაზე ძვირი იჯარა რუსთაველსა და ჭავჭავაძეზეა.
ბიზნეს ცენტრების იჯარისა და ვაკანტრურობის მაჩვენებლები სტაბილურობას ინარჩუნებს, A კლასის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობამ 2023 წლის Q$-ში 11% შეადგინა, ხოლო იჯარის ღირებულებამ კვ.მ-ზე $30.6, B კლასის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის მაჩვენებელი 18% შეადგინა, ხოლო იჯარის საშუალო ღირებულებამ $21.5.