კახეთი | სასტუმრო სექტორი
კახეთის რეგიონი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მხარეა, რომელიც მუდმივად იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს. კულტურულ-ისტორიულმა მემკვიდრეობის ძეგლებმა, ღვინის მარნების სიმრავლემ, კლიმატმა, თუ მრავალფეროვანმა ბუნებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონის წამყვან ტურისტულ ლოკაციად ფორმირებას. ბოლო დეკადის განმავლობაში სწრაფად განვითარდა ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიგ ქალაქებს, შეიქმნა ახალი ტურისტული ლოკაციები, წახალისდა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი, განვითარდა სერვისის სექტორი და შეიქმნა სამუშაო ადგილები. დღეს კახეთის ტურისტული ადგილები და რეზორტები ბევრისთვის შაბათ-კვირის საყვარელი ლოკაციაა. რეგიონის სიახლოვე დედაქალაქთან დამატებით უპირატესობას უქმნის მას და უბიძგებს ტურისტებსა თუ ქვეყნის რეზიდენტებს ხშირი ვიზიტებისკენ.
ზაფხულის სეზონზე კახეთის სასტუმროების ოპერირების ინდიკატორების გამოსავლენად Cushman & Wakefield Georgia-მ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა კახეთის რეგიონში არსებული როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული სასტუმროები. კვლევა ჩატარდა ივნისის მესამე და მეოთხე კვირაში და მასში მონაწილეობის მაჩვენებელმა 85% შეადგინა. გამოკითხული განთავსების საშუალებების იდენტიფიცირება მიზნობრივი შერჩევის მეთოდით მოხდა.
გაეცანით ჩვენი კვლევის ძირითად მიგნებებს.