ბათუმის საცხოვრებელი ბაზარი | ივნისი
2020 წლის მეორე კვარტალში ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზარზე ტანზაქციები მკვეთრად შემცირდა. განსაკუთრებით დრამატული სურათი ისახება აპრილში, როდესაც გაყიდვებმა ისტორიულ მინიმუს მიაღწია. მაისის თვეში ტრანზაქციების რაოდენობამ იმატა, თუმცა 2019 წელთან შედარებით მაინც 4-ჯერ ნაკლებია. ივნისში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა და უკვე შეინიშნება გასული წლების მონაცემებთან მიახლოვების ტრენდი.
გასულ წლებში ბათუმში შეინიშნებოდა საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასის მატება. ეს ტრენდი მკვეთრად შეიცვალა 2020 წლის აპრილში, როდესაც საშუალო გასაყიდმა ფასმა მაქსიმუმს - $981-ს მიაღწია. მაისში ეს რიცხვი $633-ს გაუტოლდა, ხოლო ივნისში მიმდინარე წლის რეკორდულ მინიმუმზე ჩამოვიდა და $605 გახდა. მთლიანობაში, ბოლო სამ თვეში ბაზარზე ფასების ცვლილების 62%-იანი მაჩვენებელია.
2020 წლის პირველ ნახევარში ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე სულ $12,7 მილიონის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე ორჯერ ნაკლებია.
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ივლისი, 2020