თბილისის ურბანული ტრანსფორმაცია
თბილისი, როგორც საქართველოს ისტორიული და კულტურული ცენტრი, ბოლო ათწლეულებში ურბანიზაციის პროცესების შედეგად ტრანსფორმაციას განიცდის. ეს ცვლილებები ახდენს გავლენას ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაზე, ცხოვრების სტილსა და ყოველდღიურ გარემოზე.
ურბანიზაციის ერთ-ერთი შედეგია გარეუბნების გააქტიურება. დიღომი, ლისი, ისანი-სამგორი და სხვა უბნები, რომლებიც ადრე ქალაქის პერიფერიად მიიჩნეოდა, დღეს ინტეგრირებულია თბილისის ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში.
უძრავი ქონების კომპანიები ამ უბნებში ახორციელებენ ახალ საცხოვრებელ პროექტებს, ინარჩუნებენ გამწვანებულ ზონებს და ანვითარებენ საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, რაც აისახება უბნების მიმართ ინტერესზე. განახლებული სატრანსპორტო ქსელი ამ არეალებს უფრო მჭიდროდ აკავშირებს ქალაქის ცენტრთან, რის შედეგადაც ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების გავლენა გამოიხატა საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულებაშიც.
2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, თბილისის საცხოვრებელი ბინების ფასი წინა წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 10%-ით, ხოლო ბოლო ხუთი წლის საშუალო წლიური ზრდის ტემპი (CAGR) შეადგენს 7.6%-ს (2020–2025).
თბილისის ურბანული ტრანსფორმაცია წარმოადგენს პროცესს, რომელმაც შეცვალა როგორც ქალაქის არქიტექტურა, ისე ეკონომიკური პროფილი. განვითარებამ დააახლოვა ქალაქის ცენტრი და გარეუბნები, მოახდინა ზეგავლენა საცხოვრებელი ქონების ფასებზე და გაზარდა ბაზრის აქტიურობა რეგიონში.
ურბანიზაციის შემდეგი ეტაპი უკავშირდება მდგრად განვითარებასა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციას. დეველოპერები იყენებენ ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ მასალებს, ხოლო ახალი პროექტები მოიცავს სოციალურ სივრცეებს და ითვალისწინებს მაცხოვრებელთა საჭიროებებს. აღნიშნული ტენდენცია აჩვენებს ურბანული განვითარების მიმართულებებს, რომლებიც უკავშირდება ეკოლოგიურობასა და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის გრძელვადიან დინამიკას.
Cushman & Wakefield | Veritas იწყებს სერიას თბილისის ურბანული განვითარების შესახებ, სადაც გამოვლინდება, როგორ აისახა ურბანიზაცია უძრავი ქონების ღირებულებაზე თბილისის სხვადასხვა უბანში.