პუბლიკაციები

იყავით მოვლენების ეპიცენტრში Cushman & Wakefield საქართველოსთან ერთად

ბათუმი რეზიდენტული ბაზარი

Covid-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის რეზიდენტულ ბაზარზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მშენებლობისა და გადაადგილების შეზღუდვამ დიდი ზიანი მიაყენა დეველოპერულ კომპანიებს. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდი შემოსავალს წარმოადგენდა. არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების გამოსავლენად Cushman & Wakefield Georgia-მ ბათუმის რეზიდენტული ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა ბაზარზე არსებული წამყვანი დეველოპერული კომპანიები. კვლევაში მონაწილეობის გამოხმაურების მაჩვენებელმა 56% შეადგინა. მოცემულ პუბლიკაციაში წარმოგიდგენთ ჩვენი კვლევის ძირითად მიგნებებს, ასევე 2020 წლის პირველ 5 თვეში განხორციელებული ტრანზაქციების დინამიკას.

კვლევაში მონაწილეების სია შედგა მიზნობრივი შერჩევის მეთოდით. გამოკითხულთა ვინაობა, მათი სურვილის გათვალისწინებით, ანონიმურია. კვლევის პარალელურად ჩვენმა გუნდმა შეისწავლა 2020 წლის იანვარი-მაისის თვეებში განხორციელებული ტრანზაქციები, რომელიც შედარებულია გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან. 

ბათუმი რეზიდენტული ბაზარი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2020 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.