უძრავი ქონება

Cushman & Wakefield Georgia | ენდეთ ჩვენს გამოცდილებას
ქირავდება ოფისი

ბიზნეს ცენტრი "ტაბიძე 1"

  • ქონების ზომა: 667 მ2
  • ქონების ტიპი: ახალი აშენებული
  • მდგომარეობა: გარემონტებული
  • გასაყიდი ფასი: $ 11,340 USD 36,600 GEL

ქონების აღწერა

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, A კლასის ბიზნეს ცენტრში - "ტაბიძე 1" ქირავდება 667 მ2 საოფისე ფართი. იდეალური სივრცე სამუშაოდ, ქალაქის ყველაზე ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე. ცენტრის გარშემო თავმოყრილია ყოველდღიური საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ობიექტები, ბიზნეს ინსტიტუტები, სასტუმრო, კაფე, რესტორანი თუ მაღაზია. „ტაბიძე 1“ ახალაშენებული ბიზნესცენტრია, რომლის შთამბეჭდავი კლასიკური ფასადის მიღმა თანამედროვე ოფისებია განთავსებული. ცენტრის შიდა ეზოში მოწყობილია საერთო ღია სივრცე, აქვე წარმოდგენილია კაფეტერია „რედ კაფე“, რომელიც საუკეთესო ადგილი საქმიანი შეხვედრების, ბიზნესლანჩისა და საუზმისთვის.

"ტაბიძე 1" ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურით:

  • საგენერატორო სისტემა;
  • წყლის რეზერვუარი;
  • HVAC სისტემა (ცენტრალური გათბობა/გაგრილება/კონდიცირება); 
  • უსაფრთხოების სისტემები;
  • OTIS-ის ლიფტები;

"ტაბიძე 1"  გთავაზობთ:

  • ოფისმენეჯერის მომსახურებას
  • 24/7 დაცვის მომსახურებას
  • ტექნიკური ჯგუფის მომსახურებას

წარმოდგენილი საოფისე ფართი შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ მოაწყოთ. თქვენ აქ დაგხვდებათ:

  • რბილი იატაკი; 
  • შეკიდული ჭერი (თაბაშირ-მუყაო/არმსტრონგი); 
  • თაბაშირ-მუყაოს შიდა ტიხრები, ლამინირებული; 
  • MDF შიდა კარები, 
  • ხმაგაუმტარი გარე კარ-ფანჯარა; 

გიგა გოგოლაური

გიგა გოგოლაური

ბროკერი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2020 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.