სიახლეები

გაეცანით Cushman & Wakefield-ის სიახლეებს, იყავით მოვლენების ეპიცენტრში.

წყალტუბოს განვითარების კონცეფცია

Cushman & Wakefield წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავაბას, კომპანია “ბაუ დიზაინმა” გაიმარჯვა.

“ბაუ დიზაინის” მიერ წარმოდგენილი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტებითა და დარგის სპეციალისტებით. მათ შორისაა Cushman & Wakefield-ის ადგილობრივი გუნდი და კომპანიის საერთაშორისო პარტნიორი ფრედერიკ ლე ფიშუ. ფრედერიკ ლე ფიშუს 17 წლიანი ფრედერიკ ლე ფიშუს გამოცდილება აქვს ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით, მას ნამუშევარი აქვს არაერთ მსგავს საერთაშორისო პროექტზე. 

საპროექტო ჯგუფს იტალიელი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი მარკო არდიელი უხელმძღვანელებს. მარკო არდიელს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ისტორიული ქალაქების ურბანულ დაგეგმარებაში, არის ურბანული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INU) და იტალიის არქიტექტორთა ასოციაციის წევრი. 

საპროექტო ჯგუფის კონსულტანტად მოწვეულია არქიტექტორი და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ფერუჩიო ტაზინატო. 

პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს გარემოს ნაწილზე იმუშავებს “გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი”. ტურიზმის ნაწილს კი “საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია” წარმოადგენს.   

მთელი გუნდი მიზანმიმართულია ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის წარმატებით განხორციელებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, წყალტუბოს უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნება და კურორტის საზოგადოებრივ-კულტურული მიმართულების განვითარება, ისეთი კონცეფციის შემუშავება, რომელიც წყალტუბოს მსოფლიო ყურადღების ცენტრად აქცევს. 

სიახლეები

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

2021 © Copyright Cushman & Wakefield 2019. ყველა უფლება დაცულია.